ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ მძევლების დაბრუნების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება.
"ისრაელი ყველაფერს აკეთებს და ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, მიაღწიოს იმ მომენტს, როდესაც მძევლებს სახლში დავაბრუნებთ. ეს არის უწმინდესი მისია, რომელიც ჩვენ გვაქვს, "ჰამასის" დამარცხებასთან ერთად ომში, რომელსაც ჩვენი საუკეთესო ჯარისკაცები აწარმოებენ ღაზაში", - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.
"საქმე გვაქვს სასტიკ მტერთან. ის არ იცნობს ღმერთს. მძევლების დაბრუნების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება", - დასძინა იცხაკ ჰერცოგმა.