logo_geo
eng_logo
POLITICO: რუსეთმა წელს დამატებით მილიარდი ევრო გამოიმუშავა მას შემდეგ, რაც რუსეთის უმსხვილესმა კერძო ნავთობკომპანიამ ბულგარეთის დახმარებით ევროკავშირის სანქციების წესებში ხარვეზები გამოიყენა
- +

10 ნოემბერი. 2023. 01:41

რუსეთმა წელს დამატებით მილიარდი ევრო გამოიმუშავა მას შემდეგ, რაც რუსეთის უმსხვილესმა კერძო ნავთობკომპანიამ ბულგარეთის დახმარებით ევროკავშირის სანქციების წესებში ხარვეზები გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია Global Witness-ისა და ანალიტიკური ცენტრები დემოკრატიის კვლევის ცენტრისა (CSD) და ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, რუსული ნავთობის აკრძალვის წესებში ერთადერთი გამონაკლისის გამოყენებით, ბულგარეთმა დაუშვა მილიონობით ბარელი რუსული ნავთობი ადგილობრივ რუსეთის საკუთრებაში არსებულ გადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც შემდეგ ახორციელებდა სხვადასხვა სახის საწვავის ექსპორტს საზღვარგარეთ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში.

 

 

სანქციების საკითხზე სპეციალისტების აზრით, ეს არ არღვევს პირდაპირ სანქციებს. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ბულგარეთში კანონმდებლები ახლა ბრიუსელს მოუწოდებენ, გამკაცრდეს წესები.

 

 

გამოცემა POLITICO აღნიშნავს, ეს საკითხი ასევე უსვამს ხაზს იმ სირთულეებს, რომლებსაც ევროკავშირი აწყდება რუსეთის წინააღმდეგ ეფექტური სანქციების შემუშავებისას, რადგან ადგილობრივ დონეზე სანწქციების აღსრულება არაერთგვაროვანია.

 

 

"სანქციების რეჟიმს ხარვეზები აქვს. რაც არ უნდა გავაკეთოთ, ყოველთვის სამი თვით ჩამოვრჩებით რუსებს", - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.

 

 

როდესაც ივნისში ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, აეკრძალათ რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო იმპორტი, რთული მოლაპარაკებების შემდეგ, ბულგარეთმა მოიპოვა გამონაკლისი 2024 წლის ბოლომდე ღონისძიებიდან მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო.

 

 

ბულგარეთი დიდწილად ეყრდნობა "ლუკოილის" ქარხანას ბურგასში, რომელიც უზრუნველყოფს ბულგარეთის დიზელისა და ბენზინის საჭიროების 80%-ს.

 

 

ევროკავშირის სანქციების წესების თანახმად, ბულგარეთი ნავთობპროდუქტებს საზღვარგარეთ ვერ გაყიდის, მაგრამ სოფიას შეუძლია დაუშვას ექსპორტი, თუ ეს პროდუქცია არის „ექსკლუზიური გამოყენებისთვის“ უკრაინაში, ან „არ შეიძლება მისი შენახვა ბულგარეთში გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების რისკების გამო“, თუ მათი გაყიდვა, მიწოდება, გადაცემა ან ექსპორტი არ არის გამიზნული სანქციების გვერდის ავლისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner