აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ იზიარებს სამხრეთ კორეის შეშფოთებას ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის თაობაზე.
ბლინკენმა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადეს, რომ მათ განიხილეს ე.წ. გაფართოებული შეკავების სტრატეგია ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად.
"ჩვენ რეალურად შეშფოთებულნი ვართ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების პროგრამების, მისი ბირთვული ტექნოლოგიების, კოსმოსში გაშვების შესაძლებლობების ნებისმიერი მხარდაჭერის გამო. ჩვენ ვმუშაობთ ამ ძალისხმევის იდენტიფიცირებაზე", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.