logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტზე: ფაქტობრივად, პრეზიდენტმა კვლავ დაარღვია კონსტიტუცია
- +

10 ნოემბერი. 2023. 10:01

 

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტს ეხმაურება. მისი  განცხადებით, აღნიშნული ვიზიტის შესახებ პრეზიდენტს მთავრობისთვის არ მიუმართავს, რაც კვლავ კონსტიტუციის დარღვევას ნიშნავს.

 

„პრეზიდენტს არ მიუმართავს საქართველოს მთავრობისთვის ამ ვიზიტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, ეს კვლავ კონსტიტუციის დარღვევაა. [პრეზიდენტი] არის პოლარიზაციაში მთავრობასთან. თუ უნდათ დეპოლარიზაცია, პრეზიდენტმაც და ოპოზიციამაც, ყველამ თავისი ნაბიჯები და ქმედება კონსტიტუციის შესაბამისობაში მოიყვანოს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner