logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: როცა ევროკავშირი მოგვიწოდებს სამოქალაქო საზოგადოების მეტი ჩართულობისკენ რეფორმების გატარებაში, კარგი იქნება, სწორედ მათგან წამოვიდეს დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული ინიციატივები
- +

10 ნოემბერი. 2023. 10:25

 

 

„ევროკომისიის მხრიდან დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებისკენ მოწოდებას მივესალმები, მათ შორის, ქართული კანონმდებლობის ევროპულთან შესაბამისობაში მოყვანის გზითაც. უნდა გვქონდეს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ისეთი კანონები, როგორიც აქვთ წამყვან ევროპულ ქვეყნებს, მაგალითად - საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს ან რომელიმე სხვა ევროპულ ქვეყანას“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.

 

მისი  თქმით, უნდა შევთანხმდეთ, რომ ტყუილი და დეზინფორმაცია ყოველთვის მიუღებელია:

 

„დეზინფორმაცია, ტყუილი, ადამიანების შეცდომაში შეყვანა ყოველთვის ცუდია და არა მხოლოდ მაშინ, როცა დეზინფორმაცია ევროპულ ღირებულებებს ეხება. ამიტომ, დეზინფორმაციასთან დაკავშირებით უნდა შევიმუშავოთ ერთიანი სტანდარტი და უნდა შევთანხმდეთ, რომ ტყუილი და დეზინფორმაცია არის მიუღებელი, ეს არ არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული სიკეთე. შესაბამისად, რეკომენდაციას დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მივესალმებით, მათ შორის, ქართული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის გზითაც.

 

მაგალითად, საკმაოდ მკაცრი კანონი აქვს საფრანგეთს და არა მგონია, ჩვენთვის საუკეთესო მაგალითი იყოს მისი გადმოღება, მაგრამ შედარებით ლიბერალური კანონმდებლობა აქვს ბრიტანეთს, ან, ვთქვათ, შეიძლება საფუძვლად ავიღოთ გერმანული ან რომელიმე სხვა ევროპული ქვეყნის მოდელი და მივყვეთ დიდი ხნის წინ გაკვალულ გზას. როცა ევროკავშირი მოგვიწოდებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება მეტად ჩაერთოს რეფორმების გატარებაში, კარგი იქნება, თუ სწორედ მათგან წამოვა ისეთი ინიციატივები, რომელიც დეზინფორმაციის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ოღონდ არა ისე, თითქოს ერთი ტიპის დეზინფორმაცია ცუდია, ხოლო მეორე ტიპის - კარგი, არამედ უნდა შევთანხმდეთ, რომ ტყუილი და დეზინფორმაცია ყოველთვის მიუღებელი და შესაბამისი პოლიტიკაც გავატაროთ“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner