კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ფრანგულ მედიასთან საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.
„პრეზიდენტი - ერთ ინტერვიუში ერს და ქვეყანას სამჯერ რომ შეურაცხყოფ - სალომე ზურაბიშვილი უნდა გერქვას! ქართველი ხალხის გამარჯვება უკრაინას მიაწერა. პრემიერს და ხელისუფლებას ოკუპანტთან ერთობაში დასწამა ცილი, ქართველ ამომრჩეველს - საოკუპაციო რეჟიმის მხარდაჭერაში! ეს ქალი სამარცხვინოა!“ - აცხადებს ხაინდრავა.