logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: დაგეგმეთ და გადაწყვიტეთ ისეთი რამ, რაც წარმოუდგენლად გეჩვენებათ!
- +

10 სექტემბერი. 2016. 15:25



საქართველოს განათლებისა და აჭარის განათლების მინისტრები, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, უმსხვილესი ინვესტორის კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას" ღონისძიებას დაესწრნენ.


განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კომპანიის მიერ მაღალმთიან აჭარაში დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაცია და წარმატებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია, რომელთა სწავლასაც „აჭარისწყალი ჯორჯია" აფინანსებს, განთლების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.


ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ „აჭარისწყალი ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი, საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და კომპანიის მიწის და სოციალურ საკითხთა დირექტორი ზვიად დიასამიძე.


კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია" საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტს, შუახევიჰესის მშენებლობას ახორციელებს. კომპანია ერთობლივი საწარმოა შექმნილი ინდური კომპანია „Tata Power"-ის, ნორვეგიული კომპანია „Clean Energy"-ის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია „IFC"-ის მიერ. ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 416 მილიონ ამერიკულ დოლარს. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 730 საქართველოს მოქალაქე. კომპანია  სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით, ხელს უწყობს აჭარის რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და პროექტის არეალში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. კომპანიის პრიორიტეტია  განათლების და ცნობიერების ამაღლების  მხარდაჭერა მაღალმთიან აჭარაში.


შუახევიჰესის მშენებლობის პარალელურად, კომპანია ახორციელებს 70-ზე მეტ სოციალურ პროექტს აჭარაში, რომლის მიზანიც რეგიონის გრძელვადიანი განვითარებაა. პრიორიტეტული მიმართულება - განათლების  და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში.  ყველა სოციალური პროექტი იგეგმება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური კვლევის, მიზნობრივი პროგრამების, აჭარის განათლების სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების და მოსახლეობის ჩართულობით.


განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, სიტყვით გამოსვლის დროს სტუდენტებს მიმართა.

 

„მინდა, გისურვოთ, რომ შეუზღუდავად იოცნებოთ, დაგეგმეთ და გადაწყვიტეთ ისეთი რამ, რაც წარმოუდგენლად გეჩვენებათ, დაგეგმეთ, რომ თქვენ იყოთ ბატონი რონის, ჩემს და ბევრი აქ დამსწრე ადამიანის ადგილზე. ათ, თხუთმეტ და ოც წელიწადში, ყველაფერი შესაძლებია, თქვენს ხელშია აბსოლუტურად ყველაფერი, თუ არ გადაწყვეტთ, მაქსიმალურად რომ დაიხარჯოთ, მაშინ, რა თქმა უნდა, რთული იქნება ცხოვრება, მაგრამ თუ გაქვთ სურვილი, ეს შესაძლებლობა, რაც „აჭარისწყალმა" ამ შემთხვევაში და ჩვენმა ქვეყანამ თქვენ მოგცათ, გამოიყენეთ იმისთვის, რომ ვარსკვლავები მოწყვიტოთ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

„შუახევიჰესის მშენებლობის პროექტის ფარგლებში განხორციელებული 70-ზე მეტი წარმატებული სოციალური პროექტი, რომლებიც მუდმივად იგეგმება სახელმწიფოს და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის შედეგად, ვფიქრობ, საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ მთავრობის და კერძო სექტორის პარტნიორობის შედეგად, რამდენი სასარგებლო საქმე შეიძლება გაკეთდეს ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის",- განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner