logo_geo
eng_logo
ოკუპირებული ყირიმში, რუსულ სადესანტო კატარღებზე დარტყმა განხორციელდა
- +

10 ნოემბერი. 2023. 15:03

 

 

დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე ღამის ოპერაციის შედეგად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სადესანტო კატარღებზე დარტყმა განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო იუწყება.

 

„საუბარია პროექტ 11770-ის („სერნას“ კლასის) კატარღებზე. მათზე ეკიპაჟი იმყოფებოდა და ჯავშანტექნიკა იყო განთავსებული, კერძოდ, BTR-82“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

უკრაინის დაზვერვაში განმარტავენ, რომ „სერნას“ აქვს მაღალი სიჩქარე და იტევს 45 ტონამდე ტვირთს და 92 შეიარაღებულ პირს და ოკუპანტები ამ კატერებს საზღვაო დესანტის გადასასხმელად ან ევაკუაციისთვის იყენებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner