დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე ღამის ოპერაციის შედეგად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სადესანტო კატარღებზე დარტყმა განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო იუწყება.
„საუბარია პროექტ 11770-ის („სერნას“ კლასის) კატარღებზე. მათზე ეკიპაჟი იმყოფებოდა და ჯავშანტექნიკა იყო განთავსებული, კერძოდ, BTR-82“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის დაზვერვაში განმარტავენ, რომ „სერნას“ აქვს მაღალი სიჩქარე და იტევს 45 ტონამდე ტვირთს და 92 შეიარაღებულ პირს და ოკუპანტები ამ კატერებს საზღვაო დესანტის გადასასხმელად ან ევაკუაციისთვის იყენებენ.