logo_geo
eng_logo
„მივმართავ ლაგაზიძეს - რატომ დატოვა პარტია დღეს და არა იმ დღეებში, როდესაც გაერთიანება ხდებოდა?“
- +

10 სექტემბერი. 2016. 15:33



„ახალგაზრდულ ცენტრის" ხელმძღვანელის ზურაბ ქადაგიძის განცხადებით, ხათუნა ლაგაზიძის მიერ ბურჭულაძის პარტიის დატოვება პირად მიზეზებს ეფუძნება.


ქადაგიძე კითხვით მიმართავს ლაგაზიძეს და აინტერესებს, რატომ არ დატოვა მან მაშინვე პარტია, როდესაც გაიგო, რომ ბურჭულაძესთან კოალიციაში შესვლას ვაშაძე და ჯაფარიძე აპირებდნენ.


მისი თქმით, ხათუნა ლაგაზიძეს შეეძლო პირდაპირ, ღიად ესაუბრა პარტიიდან წამოსვლის მიზეზებზე, თუმცა, მან ეს არ გააკეთა, რადგან აჟიოტაჟი და პარტიის დემარშული დატოვება პირადი მიზეზების გამო ხდება.


პირდაპირ ვუსვამ ხათუნა ლაგაზიძეს კითხვას - ქალბატონო ხათუნა, რატომ დღეს და არა მაშინ, როდესაც ჩვენ განცხადებას ვაკეთებდით, რომ ეს იყო ახალი ნაცმოძრაობა", რატომ დღეს და არა იმ დღეებში, როდესაც გაერთიანება ხდებდა? დღეს გახდა ბურჭულაძის გარემოცვა კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პიროვნებებით დაკომპლექტებული? დღეს გახდა მისთვის მიუღებელი? რატომ? იმიტომ, რომ სიებთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ და მისი ინტერესი არ გატარდა?!

 

ასეთი არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების,  ლიდერს, ბელადმაძიებელი, საკუთარ ინტერესებს მორგებული პოლიტიკოსების დრო უნდა დამთავრდეს. სამარცხვინოა, როდესაც გვპირდებით ორი თვით ადრე, რომ „თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ქვეყანა" და ერთ თვეში აღმოჩნდა, რომ კრიმინალური მენალიტეტის მქონე პიროვნებებით არის დაკომპლექტებული, სირცხვილია, ქალბატონო ხათუნა", - აცხადებს ქადაგიძე.


ამასთან, ქადაგიძის თქმით, სახელმწიფომ უნდა გამოიკვლიოს ლაგაზიძის განცხადება მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, და თუ საფრთხე რეალურად არსებობს, დაცვა გამოუყონ.


ცნობისთვის, ხათუნა ლაგაზიძემ, 9 სექტემბერს, პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ლაგაზიძემ ბურჭულაძის მოძრაობიდან წამოსვლის მიზეზად, „გირჩთან" და გიორგი ვაშაძის პარტიასთან კოალიციაში შესვლა და სიაში, კონკრეტული პირების კრიმინალური ავტორიტეტების ზეწოლით შეყვანა დაასახელა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner