„საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. წლებია „საქართველოს ბანკი“ DataFest-ის მხარდამჭერია და სწორედ ამიტომ, ბანკთან პარნტნიორობით, წელს მეშვიდედ, მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი - DataFest Tbilisi 2023 იმართება. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ღონისძიება 9 ნოემბერს დაიწყო და 11 ნოემბერს დასრულდება.
DataFest Tbilisi 2023-ზე სპიკერები ისაუბრებენ ბიზნესების მიერ მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკურად და საერთაშორისო რეგულაციების დაცვით გამოყენებასა და სხვა მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ღონისძიებაზე სპიკერებს შორის არიან საქართველოს ბანკის წარმომადგენლები, რომლებიც 10 და 11 ნოემბერს სხვადასხვა საინტერესო ვორქშოფს ჩაატარებენ:
გუგა ბურდული - უფროსი მონაცემთა მეცნიერი 10 ნოემბერს ვორქშოფს ჩაატარებს თემაზე „როგორ ეხმარება GenAI ტექნოლოგიები მონაცემთა მეცნიერებს;
გიორგი გაჩეჩილაძე - უფროსი მონაცემთა მეცნიერი კი ვორქშოფს ჩაატარებს თემაზე „სარეკომენდაციო სისტემა მილიონი მომხმარებლისთვის“
მონაცემთა ანალიტიკის გუნდის უფროსი გიორგი ბოგვერაძე და უმცროსი მონაცემთა მეცნიერი ნიკა ჭონიშვილი მანქანური სწავლების შესახებ ვორქშოფს ერთობლივად ჩაატარებენ.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება პანელური დისკუსიები, სადაც „საქართველოს ბანკის“ მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის უფროსი ირაკლი გოგატიშვილი მიიღებს მონაწილეობას. ის ისაუბრებს თემაზე: ბიზნესის მიერ მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენება.
„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ყველაზე პრესტიჟული მონაცემთა ფესტივალის, DataFest Tbilisi-ის მორიგ შეხვედრაში. საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, აქტიურ რეჟიმში მუშაობს სიახლეების დანერგვაზე, რომელიც ბიზნესპროცესების გამარტივებას შეუწყობს ხელს. ღონისძიების ფარგლებში გვსურს დამსწრე საზოგადოებას გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და რამდენიმე ვორქშოფს ჩავატარებთ მანქანური სწავლების, GenAI ტექნოლოგიებსა და საბანკო პროდუქტებში სარეკომენდაციო სისტემის დანერგვის შესახებ. გარდა ამისა, პანელური დისკუსიის ფორმატში ვისაუბრებთ მონაცემების და ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ გამოყენებაზე. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების საბანკო პროცესებში ინტეგრაციასა და იმპელემენტაციას, რათა ჩვენს მომხმარებლებს უფრო მეტად კომფორტული სერვისები თუ პროდუქტები შევთავაზოთ“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
ღონისძიებაზე დასასწრებად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს