საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის ბრიჯიტ მაკრონის სახელით გამართულ ვახშამზე იმყოფებოდა.
ვახშამი „პარიზის მშვიდობის ფორუმის“ მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების პატივსაცემად ელისეს სასახლეში გაიმართა.