logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო 10 წლისა და მეტის განმავლობაში არაფერი გაგვიკეთებია ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან ეროვნული ინტერესების ხარჯზე! ყველაფერს ჩვენი ხალხისთვის ვაკეთებთ!
- +

10 ნოემბერი. 2023. 21:22

 

 

კიდევ ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი: ბოლო 10 წლისა და მეტის  განმავლობაში  არაფერი გაგვიკეთებია ჩვენი სუვერენიტეტისტერიტორიული მთლიანობის ან ეროვნული ინტერესების ხარჯზე! ყველაფერს ჩვენი ხალხისთვის ვაკეთებთ! მხოლოდ იმას ვაკეთებთ, რაც საუკეთესოა ჩვენი ხალხისთვის და მომავლისთვის!, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში: მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე” - გამოსვლისას განაცხადა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების, მშვიდობიანი დიალოგის გარეშე არ იარსებებს მშვიდობა.

 

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამ შესაძლებლობისთვის; ჩვენს შესახებ საუბრის შესაძლებლობისთვის. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ორგანიზატორებს. თქვენც გიხდით მადლობას მოდერაციისთვის.

 

ბოლოს ერთ რამეს დავამატებ: 2 წლის წინ წარმატებით ჩავატარეთ რიგით პირველი მედიაცია  და ამის პრეცედენტი შევქმენით პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან და პრეზიდენტ ალიევთან ერთად, როდესაც აზერბაიჯანმა 15 დაკავებული პირი გაათავისუფლა საქართველოს მედიაციის გზით, ხოლო სომხეთმა მას გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები. ამდენად, საქართველოს შეუძლია ამ შედეგების მიღწევა და მიმაჩნია, რომ აქ ნდობის ფაქტორი გადამწყვეტია. როდესაც ერთი მხარე მეორეს სთავაზობს მედიატორს, მას ორივე უნდა ენდობოდეს. თუ ნდობა არ იარსებებს, არც მედიაცია იქნება წარმატებული.

 

და კიდევ ერთი რამ: დავოსში მაქვს ნათქვამი წლევანდელი წლის იანვარში, რომ შეიძლება მხარეები ერთმანეთს არ ენდობოდნენ, მაგრამ თანამშრომლობა უნდა შედგეს. თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების, მშვიდობიანი დიალოგის გარეშე არ იარსებებს მშვიდობა. დიდი მადლობა!“, -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner