logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიოში ამჟამად ბევრი კონფლიქტი და გადაუჭრელი კრიზისია, ვისზე აისახება ეს კრიზისები? ხალხზე, ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს მოქალაქეებზე
- +

10 ნოემბერი. 2023. 21:38

 

 

“ახლო აღმოსავლეთშიც კრიზისია, რომელიც ძალიან საშიშია. ვხედავთ გაყინულ კონფლიქტს საქართველოშიც. ვხედავთ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და გამოსავალი არ ჩანს. ბევრი კონფლიქტია აფრიკაში და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამიტომ, ყველა ამ კრიზისისა თუ კონფლიქტის პასუხი და გამოსავალი უნდა იყოს მშვიდობა”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში: მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე” - გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით,  ეს კრიზისები აისახება ხალხზე, მოსახლეობაზე, მოქალაქეებზე.

 

„უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა. მინდა შევუერთდე ჩემს ძვირფას კოლეგასა და მეგობარს - პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს - მადლობის სიტყვებში და პრეზიდენტ მაკრონს მადლობა გადავუხადო ამ ფორუმის ორგანიზებისა და ჩვენი მოწვევისთვის.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა ახსენა, მსოფლიოში ამჟამად ბევრი კონფლიქტი და  გადაუჭრელი კრიზისია. ვისზე აისახება ეს კრიზისები? ხალხზე, ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს მოქალაქეებზე.

 

გაურკვევლობებისა და არაპროგნოზირებადობის პერიოდში ვცხოვრობთ. ასე მაგალითად, უკრაინაში მიმდინარე ომის მომსწრენი ვართ, რომელიც მიმდინარეა და რომლის დასასრულიც არ ჩანს. არც გამოსავალი ჩანს ჯერ. ახლო აღმოსავლეთშიც კრიზისია, რომელიც ძალიან საშიშია. ვხედავთ გაყინულ კონფლიქტს საქართველოშიც. ვხედავთ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და გამოსავალი არ ჩანს. ბევრი კონფლიქტია აფრიკაში და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამიტომ, ყველა ამ კრიზისისა თუ კონფლიქტის პასუხი და გამოსავალი უნდა იყოს მშვიდობა“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner