შოტლანდიის ეროვნული გუნდი ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის A ჯგუფის შეხვედრებისთვის მზადებას იწყებს – მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კლარკმა შემადგენლობა დაასახელა.
ბრიტანელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე ხუთშაბათს, 16 ნოემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ (21:00 საათზე) საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო 19 ნოემბერს (23:45) გლაზგოში, „ჰემპდენ პარკზე“ ნორვეგიას უმასპინძლებენ.
ნაკრებში ბრუნდება მცველი ჯოშ დოიგი, რომელიც შოტლანდიის 21-წლამდელთა გუნდიდან დაწინაურდა. ის ეროვნულ ნაკრებში გასული წლის სექტემბრის შემდეგ პირველად გამოიძახეს. შოტლანდიის მთავარ გუნდში ასევე დაბრუნდნენ ენტონი რელსტონი და რობი მაკკრორი.
ამჯერად გუნდს ვერ დაეხმარება ნაკრების კაპიტანი ენდრიუ რობერტსონი, რომელმაც ესპანეთთან მატჩში მხარი დაიზიანა – შეხვედრებს აარონ ჰიკი და ანგუს განიც გამოტოვებენ, ხოლო კირან ტირნი არ გამოიძახეს.
აღსანიშნავია, რომ შოტლანდიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ოფიციალურად უკვე მოპოვებული აქვს.
შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები – ზანდერ კლარკი („ჰართსი“), ლაიამ კელი („მოზერველი“), როს მაკკრორი („რეინჯერსი“).
მცველები – ლაიამ კუპერი („ლიდსი“, ინგლისი), ჯოშ დოიგი („ვერონა“, იტალია), ჯეკ ჰენდრი („ალ-ეტიფაქი“, საუდის არაბეთი), სკოტ მაკკენა („ნოტინგემი“, ინგლისი), ნათან პატერსონი („ევერტონი“, ინგლისი), ენტონი რელსტონი, გრეგ ტეილორი (ორივე – „სელტიკი“), რაიან პორტეუსი („უოტფორდი“, ინგლისი).
ნახევარმცველები – სტიუარტ არმსტრონგი („საუთჰემპტონი“, ინგლისი), ლუის ფერგიუსონი („ბოლონია“, იტალია), ბილი გილმორი („ბრაიტონი“, ინგლისი), რაიან ჯეკი („რეინჯერსი“), ჯონ მაკგინი („ასტონ ვილა“, ინგლისი), კალუმ მაკგრეგორი („სელტიკი“), კენი მაკლინი („ნორვიჩი“, ინგლისი), სკოტ მაკტომინი („მანჩესტერ იუნაიტედი“, ინგლისი).
თავდამსხმელები – ჩე ადამსი („საუთჰემპტონი“, ინგლისი), ჯეიკობ ბრაუნი („ლუთონი“, ინგლისი), რაიან კრისტი („ბორნმუთი“, ინგლისი), ლინდონ დიკსი („ქუინზ პარკი“, ინგლისი).