ფინეთში, ტურკუს ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს.
მედიის ცნობით, შემთხვევა სასტუმროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილ კვების განყოფილებაში მოხდა. 46 წლის კაცი მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და სამართალდამცველები ეძებენ.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.