ტეილორ სვიფტის სიმღერა Anti-Hero „გრემის“ საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში მოხვდა. BBC-ის ცნობით, მომღერალმა ამ ნომინაციაში მოხვედრის რაოდენობით რეკორდი დაამყარა.
ტეილორ სვიფტი გახდა პირველი მომღერალი, რომელიც მეშვიდედ მოხვდა ამ ნომინაციაში. წინა რეკორდი პოლ მაკარტნისა და ლაიონელ რიჩის (6-6 ნომინაცია) ეკუთვნოდათ.
სვიფტი ასევე ნომინირებულია საუკეთესო ალბომის და საუკეთესო ჩანაწერის კატეგორიებში ოლივია როდრიგოსთან, მაილი საირუსთან და SZA-სთან ერთად.
რაც შეეხება საუკეთესო სიმღერის ნომინაციას, ტეილორ სვიფტის კონკურენტებს შორის არიან ლანა დელ რეი, ბილი აილიში, SZA და დუა ლიპა.
„გრემის“ დაჯილდოების ცერემონია 4 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართება.