საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა დაგმო ღაზაში ისრაელის ძალების ქმედებები. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
"ჩვენ ვგმობთ სამხედრო აგრესიას ღაზის სექტორში, მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებასა და ისრაელის საოკუპაციო ძალების მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მუდმივ დარღვევას", - განაცხადა მემკვიდრე პრინცმა აფრიკის ლიდერებთან სამიტზე.
"ჩვენ ხაზს ვუსვამთ [მიმდინარე] ომისა და იძულებითი გადაადგილების შეჩერების აუცილებლობასა და პირობების შექმნას სტაბილურობის დასაბრუნებლად და მშვიდობის მისაღწევად", - აღნიშნა მუჰამედ ბინ სალმანმა.