ტელეკომპანია BBC-სთან ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ღაზაში ბავშვებისა და ქალების მოკვლა.
საფრანგეთის ლიდერის თქმით, დაბომბვას არ აქვს გამართლება და აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ისრაელს სარგებელს მოუტანს.
ისრაელის მიერ საკუთარი თავის დაცვის უფლების აღიარებასთან ერთად ემანუელ მაკრონმა ისრაელს მოუწოდა, შეაჩეროს ღაზას დაბომბვა.
თუმცა, მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი მკაფიოდ გმობს "ჰამასის" ტერორისტულ ქმედებებს.
"დე ფაქტო, დღეს [ღაზაში] მშვიდობიანი მოქალაქეები იბომბებიან. ამ ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს ბომბავენ და კლავენ. ამის არანაირი საფუძველი და ლეგიტიმაცია არ არსებობს. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, შეწყვიტოს ეს", - განაცხადა მან.
"ჩვენ ვიზიარებთ [ისრაელის] ტკივილს. და ჩვენ ვიზიარებთ მათ მზაობას, თავი დააღწიონ ტერორიზმს. საფრანგეთშიო ვიცით, რას ნიშნავს ტერორიზმი, მაგრამ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის გამართლება არ არსებობს", - დასძინა მან.