logo_geo
eng_logo
ბელგიაში ტერაქტის მომზადების ბრალდებით ულტრამემარჯვენე დაჯგუფების ორი წევრი დააკავეს
- +

11 ნოემბერი. 2023. 10:48

 

 

ბელგიის კონტრტერორისტულმა სამსახურებმა ტერაქტის მომზადების ბრალდებით ულტრამემარჯვენე დაჯგუფების ორი წევრი დააკავეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

 

25 წლამდე ასაკის მამაკაცი და ქალი რამდენიმე მისამართზე ჩატარებული შედეგად დიპენბენკსა და ოსტენდში დააკავეს. ერთ-ერთი მისამართიდან პოლიციამ დიდი რაოდენობით ნაცისტური სიმბოლიკა ამოიღო.

 

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები „ტერორისტული დანაშაულის ჩადენის მიზნით“ დანაშაულებრივ ქსელში სხვა ადამიანებს აწევრიანებდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner