ბელგიის კონტრტერორისტულმა სამსახურებმა ტერაქტის მომზადების ბრალდებით ულტრამემარჯვენე დაჯგუფების ორი წევრი დააკავეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
25 წლამდე ასაკის მამაკაცი და ქალი რამდენიმე მისამართზე ჩატარებული შედეგად დიპენბენკსა და ოსტენდში დააკავეს. ერთ-ერთი მისამართიდან პოლიციამ დიდი რაოდენობით ნაცისტური სიმბოლიკა ამოიღო.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები „ტერორისტული დანაშაულის ჩადენის მიზნით“ დანაშაულებრივ ქსელში სხვა ადამიანებს აწევრიანებდნენ.