logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილმა პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად ზაზა რუხაძე შესთავაზა
- +

10 სექტემბერი. 2016. 16:01



„დარწმუნებული ვარ, რომ ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და ზაზა რუხაძე, თუ მას პარლამენტი აირჩევს, ეს შემადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოს დააყენებს ფეხზე", - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ირინე იმერლიშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშვნას.


უსუფაშვილმა აქვე პარლამენტისთვის მის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურაზეც გამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აღნიშნული პიროვნება ზაზა რუხაძეა.


„საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატად მე საქართველოს პარლამენტს შევთავაზე ზაზა რუხაძის კანდიდატურა. პარლამენტი თუ მხარს დამიჭერს, ეს პარლამენტი თუ მომავალი, საკონსტიტუციო სასამართლო გამდიდრდება და გამაგრდება პრინციპული, პროფესიონალური თვისებებით გამორჩეული ხალხით. კარგია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა მოსამართლეები, რომლებიც საქმეს შეუდგებიან თვის ბოლოს. ორივე მათგანს მე ძალიან კარგად ვიცნობ. ვიცი მათი პროფესიული თვისებები და დარწმუნებული ვარ, რომ ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და ზაზა რუხაძე, თუ მას პარლამენტი აირჩევს, უზენაეს სასამართლოს ერთი მოსამართლე კიდევ ჰყავს დასანიშნი - ეს შემადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოს დააყენებს ფეხზე იმიტომ, რომ დღეს მას სჭირდება დახმარება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner