logo_geo
eng_logo
„დინამო თბილისის“ აკადემიის მიერ ჩატარებული „საშემოდგომო ფესტივალის“ გამარჯვებული კასპის გუნდი გახდა
- +

11 ნოემბერი. 2023. 12:21

 

 

მიმდინარე წელს კასპში, „დინამო თბილისის“ აკადემიის მიერ პროგრამის „საფეხბურთო ყურადღება რეგიონების“ ფარგლებში ერთი სავარჯიშო ჯგუფი გახსნა.

 

ჯგუფი, რომელსაც მწვრთნელები შავლეგ მაჭარაშვილი და ნიკა ლეკვეიშვილი ავარჯიშებენ, აკადემიის მიერ ჩატარებული „საშემოდგომო ფესტივალის“ გამარჯვებული გახდა.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი კასპის „დინამოს“ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ფეხბურთის მოედანზე შეხვდნენ და გამარჯვება მიულოცეს.

 

ფესტივალი 2011-2012 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართა.

 

გუნდის შედეგებმა ცხადყო, რომ გუნდი იზრდება და ვითარდება სწორად, რაც მწვრთნელების დიდი დამსახურებაა.

 

მწვრთნელებმა ვახტანგ მაისურაძესა და შოთა ბეგლარაშვილს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner