გიორგიწმინდის დასახლებაში, აღმაშენებლის ქუჩაზე კომბინირებული სპორტული მოედანი მოეწყო.
ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, 336 კვ.მ ფართობზე განთავსდა.
მოედანზე დამონტაჟდა კალათბურთის ფარიც და მოეწყო გარე განათების სისტემა. ასევე, დამონტაჟდა დამცავი ბადე და ტრიბუნა.
დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.
პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 126 238 ლარი დაიხარჯა.
გლდანის გამგეობის მიერ, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, რაიონში სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.