logo_geo
eng_logo
რაგბი | ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა
- +

11 ნოემბერი. 2023. 19:43

 

 

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდელ მორაგბეთა შორის. საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში შვეიცარია 86:10 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

 

ქართველმა მორაგბეებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, მაგრამ მოულოდნელად, მე-6 წუთზე შვეიცარიელებმა ქართველების შეცდომით ისარგებლეს და ამ შეხვედრაში პირველი ლელო დადეს.

 

ამის შემდეგ კი მოედანზე მხოლო ერთი გუნდი თამაშობდა, უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ შვეიცარიელების ლელოს ერთ წუთში ლელოთივე უპაუხეს, ტაიმის ბოლომდე კი ჯამში ხუთჯერ მოახერხეს მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება და ტაიმი 33:7 მოიგეს.

 

თამაშის სურათი არც მეორე ნახევარში შეცვლილა, ქართველები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და იოლად ახერხებდნენ მეტოქისთვის ლელოს დადებას. ჯამში ქართველმა ჭაბუკებმა 14 ლელო დადეს და საბოლოოდ 86:10 მოიგეს.

 

14 ნოემბერს ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

 

ევროპის ჩემპიონატის ფინლი 18 ნოემბერსაა ჩანიშნული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner