„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაბა ლაითურისა და დაბა ნარუჯის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო. დეტალურად ისაუბრა სოციალურ განვითარებაზე, ეკონომიკის, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროებზე.
არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.
„8 ოქტომბერს ჩვენ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ, თუმცა ამ არჩევნებში ჩვენი კონკურენტები არ არიან პოლიტიკური პარტიები, ჩვენი კონკურენტები არიან სოფლებში დარჩენილი ძველი შენობები, მიწის ნაკვეთები, რომელსაც დავამუშავებთ, შეჭირვება და სიღარიბე, რომელსაც მეწარმეობის განვითარება სჭირდება. მომდევნო წლების განმავლობაში არცერთი სოფელი არ უნდა დარჩეს გზის, წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე", - მიმართა თალაკვაძემ ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობას.