logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: ხალხმა უნდა იცოდეს, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ფულს ხარჯავენ იმაში, რომ ქვეყანას არ ჰქონოდა დადებითი შეფასება და არ მიეღო კანდიდატის სტატუსი
- +

11 ნოემბერი. 2023. 21:03

 

 

“ოპოზიციამ რამეთუ არაფერი არ გააკეთა, მეტიც - ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელი შეეშალა კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციის გაცემის პროცესისთვის”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

 

„ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ფულს ხარჯავენ იმაში, რომ ქვეყანას არ ჰქონოდა დადებითი შეფასება და არ მიეღო კანდიდატის სტატუსი“, -აღნიშნა ღუდუშაურმა.

 

8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner