„ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით 10-11 წელიწადში შეძლო ევროინტეგრაციის გზაზე შეძლო შეუქცევადი პროგრესის მიღწევა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„დღეს შეიძლება ითქვას, რომ იმ ანგარიშით, რაც უკვე გამოქვეყნდა ეს პროგრესი სათანადოდ არის დანახული და სამართლიანად არის შეფასებული - ევროპის საბჭომ საქართველოს მწვანე შუქი აუნთო კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საქართველოს ამ შედეგისთვის მიეღწია“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.