logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: რადიკალურ ოპოზიციაში ერთი ადამიანიც კი არ მოიძებნება, ვისაც გულის სიღრმეში სჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროინტეგრაციის მიმართულებით არაფერი გაუკეთებია
- +

11 ნოემბერი. 2023. 21:20

 

 

რადიკალურ ოპოზიციაში ერთი ადამიანიც კი არ მოიძებნება, ვისაც გულის სიღრმეში სჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროინტეგრაციის მიმართულებით არაფერი გაუკეთებია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან. შემდეგ ჩვენ მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროპასთან. ამით აღიარეს საქართველოს დოკუმენტების სანდოობა, სასაზღვრო კონტროლი და ბევრი სხვა ინსტიტუტი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დაბრუნდა კიდევ ერთხელ. შემდეგ ჩვენ მივიღეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, შემდეგ საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და ახლა ჩვენ 1 თვე გვაშორებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის ისტორია, რომლის გადაწერა არც ნაცმოძრაობას შეუძლია, არც მათ დაქირავებულ ლობისტებს და არც არავის“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner