„განცხადება, რომ ევროკავშირში ხალხი და ხელისუფლება ცალ-ცალკე შევა, არის აბსურდი და აბსურდების კონკურსი რომ არსებობდეს, ეს განცხადება აუცილებლად გაიმარჯვებდა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„არცერთ ევროპელს არ მოუვა თავში აზრად, რომ დღეს არსებულ დემოკრატიაში ხელისუფლება და ხალხი ერთმანეთს დააშოროს, მით უმეტეს როდესაც საუბარია ევროინტეგრაციაზე. ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, ხელისუფლება ატარებს პოლიტიკას, რომელშიც მხარი დაუჭირა საზოგადოებამ და როდესაც ქვეყანა რაღაც შედეგს იმსახურებს ეს არის ხელისუფლებისა და იმ საზოგადოების საერთო წარმატება, რომელსაც აღწევს, ამ შემთხვევაში საქართველო. ეს არის ტიპიური რუსული პროპაგანდა, რადგან ამ ქვეყანაში სწორედ რუსეთმა სცადა რომ ხელისუფლება და ხალხი ერთმანეთისგან დაეშორებინა და ამ გზით ქვეყანაშ დესტაბილიზაცია და გადატრიალება მოეხდინა. ის ხალხი, ვინც ხალხისა და ხელისუფლების დაშორებაზე საუბრობს, რუსული პროპაგანდის ხაზის გამტარებლები არიან“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.