logo_geo
eng_logo
რომან კაკულია: პრემიერის გამოსვლა „პარიზის მშვიდობის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე იყო ძალიან კვალიფიციური
- +

11 ნოემბერი. 2023. 22:28

 

 

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი მიერ „პარიზის მშვიდობის ფორუმის“ ფარგლებში გაკეთებული განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო კვალიფიციური გამოსვლა.

 

„როდესაც გამოსვლაზე პრემიერმა ახსენა მშვიდობა, ეს მხოლოდ თავის მოწონების კონტექსტში კი არ ახსენა. პრემიერმა ეს სიტყვა მიაბა იმას, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, იმ დიდი მოთამაშეების გარეშე როგორ დალაგდებიან, თუ მათი ძალისხმევა არ იქნებაო. მან ამით მიანიშნა, რომ ის წინააღმდეგობა, რომელიც ჩვენს შორის თუ იყო, იყო მხოლოდ იმიტომ, რომ გადიოდა ჩვენს მშვიდობაზე და ჩვენი ხალხის ინტერესების იგნორირებაზე. ეს ძალიან კარგი მინიშნება იყო და ამის გაცნობიერება ევროპაში უკვე მოხდა“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

 

10 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად „პარიზის მშვიდობის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში − „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში: მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე” − მიიღო მონაწილეობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner