„დღეს ჩვენი ქვეყანა არის ბევრად უფრო ევროპული, ბევრად უფრო თავისუფალი და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, ვიდრე იყო 10-11 წლის წინ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ იყო პირველი, რომელმაც თავის საარჩევნო პროგრამაში შეიტანა ევროკავშირის საკითხი, განაცხადის გაკეთება და ევროინტეგრაცია.
„ასევე, ჩვენ შევცვალეთ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში და გავაკეთეთ ჩანაწერი საქართველოს ამ ისტორიული არჩევანის შესახებ. რეფორმები, რომელმაც მოიტანა შესაძლებლობა, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ესეც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ხალხის მხარდაჭერით.
მეტს მიაღწევდა ჩვენი ქვეყანა, რომ გვყოლოდა პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, რომელსაც მართლა აინტერესებს ევროპა და რომელსაც მართლა აინტერესებს საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.