logo_geo
eng_logo
ლიონელ მესიმ მერვე „ოქროს ბურთი“ „ინტერ მაიამის“ გულშემატკივრების წინაშე წარადგინა
- +

11 ნოემბერი. 2023. 23:36

 

 

არგენტინელმა ლიონელ მესიმ კარიერაში მოპოვებული მერვე „ოქროს ბურთი“ „ინტერ მაიამის“ გულშემატკივრების წინაშე წარადგინა.

 

სპეციალური ღონისძიება „ნიო იორკ სიტისთან“ „ინტერ მაიამის“ ამხანაგური მატჩის წინ გაიმართა. MLS-ის გუნდი მესამეა, რომლის შემადგენლობაში თამაშისას მესიმ „ოქროს ბურთი“ მოიგო. მანამდე მან ეს „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბარსელონაში“ გამოსვლისას მოახერხა.

 

36 წლის ლიონელ მესიმ „ინტერ მაიამის“ გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და მათ დაჰპირდა, რომ მომავალში გუნდი ტიტულებისთვის იბრძოლებს.

 

ამხანაგური მატჩი „ინტერ მაიამისა“ და „ნიუ იორკ სიტის“ შორის სტუმართა გამარჯვებით დასრულდა – 2:1.

 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის „ოქროს ბურთის“ გათამაშებაზე, არგენტინელთა ერთად, სამეულში ერლინგ ჰალანდი და კილიან მბაპე იყვნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner