გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიფში „როტერჰემს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 5:0.
მე-16 ტურის შეხვედრაში ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ განაცხადში იყო, მოედანზე კი 68-ე წუთზე გამოჩნდა. მასპინძლები პირველ ტაიმში რაიოვიჩის (10, 45+4) დუბლით დაწინაურდნენ.
მეორე ტაიმში „უოტფორდმა“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და მეტოქეს სამი გოლი გაუტანა. „როტერჰემის“ კარი აიღეს: კაიემბემ (54), ინსმა (86) და მათეუს მარტინსმა (90+4).
საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა მესამე საგოლე კომბინაცია წამოიწყო. „უოტფორდმა“ 16 ტურის შემდეგ 21 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილზე დაწინაურდა.