logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ამას მარტო უპასუხისმგებლობა არ ჰქვია, ამას პოლიტიკური სიბეცე ჰქვია
- +

12 ნოემბერი. 2023. 12:41

 

 

„ასეთ განცხადებას როცა აკეთებ და ასეთ შეფასებას როდესაც აძლევ ჩინეთის ლიდერს, რასაკვირველია, ამას მარტო უპასუხისმგებლობა არ ჰქვია, ამას პოლიტიკური სიბეცე ჰქვია“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

 

„იმედი მაქვს, აქ მზაკვრული ჩანაფიქრი არ არის, რომ, როგორმე, საქართველოს წინააღმდეგ განაწყოს ჩინეთი, რომელთანაც საკმაოდ პერსპექტიული თანამშრომლობა გვაქვს.

 

ის, რომ გამიჯნულია მთავრობა, რეალური მმართველი ამ ქვეყნისა პრეზიდენტისაგან, არის ძალიან ნიშანდობლივი. ასეთი განცხადების გაკეთება ძალიან ახლოსაა მავნებლობასთან“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

ცნობისთვის, ფრანგი ჟურნალისტის შეკითხვაზე - იმედოვნებს, თუ არა, რომ პუტინი და, ასევე, სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ, მისი შინაგანი რწმენით, ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner