„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო პროგრამაში სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის შესასრულებელ რეფორმებს წარმოადგენს:
„ტრანსპორტის სფეროს შემდგომი განვითარებისა და საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, პოტენციალის სრულად ათვისებისთვის, „ქართული ოცნება" გაატარებს აქტიურ პოლიტიკას:
- სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, გაგრძელდება საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაცია და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება;
- განხორციელდება სატრანსპორტო სისტემების სრულყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მულტიმოდალური და ინტერმოდალური გადაზიდვებისა და ლოჯისტიკური ცენტრების განვითარების ხელშეწყობის გზით;
- სამოქალაქო ავიაციის სფეროში ხელი შეეწყობა „ღია ცის" პოლიტიკის გატარებას;
- მოხდება „ევროგაერთიანებასა და მის წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ" შეთანხმების იმპლემენტაცია, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სფეროში ფრენის უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების, გარემოს დაცვის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა მიმართულებების ევროპულ დონეზე განვითარებას და საქართველოს საავიაციო სივრცის ევროპის ერთიან საჰაერო სივრცეში ინტეგრაციას;
- ხელი შეეწყობა მცირე ავიაციის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას მთიან რეგიონებში, რაც ამ რეგიონების ეკონომიკურ წინსვლას შეუწყობს ხელს;
- გაგრძელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება;
- ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, მოხდება საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ტრანსპორტის სფეროში ევროკავშიის დირექტივებსა და რეგულაციებთან, რაც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოების ზრდას", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.