logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე რომში ქართულ საკვირაო სკოლას ესტუმრა
- +

12 ნოემბერი. 2023. 17:29

 

 

იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე რომში ქართულ საკვირაო სკოლას ესტუმრა.

 

სკოლაში  6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები ყოველკვირეულად ეუფლებიან ქართული წერა-კითხვის უნარებს, სწავლობენ საქართველოს ისტორიასა და კულტურას.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ საკვირაო სკოლის ხელმძღვანელისა და პედაგოგებისგან მოისმინა  სკოლის საჭიროებები  და მათ   ლიტერატურითა და საჭირო მასალით მხარდაჭერის პირობა აღუთქვა.

 

გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, 2024 წელს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების საჭიროებების შესასწავლად თემატური მოკვლევა დაიწყება.

 

საკვირაო სკოლაში ვიზიტის შემდეგ, გივი მიქანაძე ქართულ ეკლესიაში წირვას დაესწრო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner