logo_geo
eng_logo
ლუკას პაკეტა გვარდიოლას სატრანსფერო სამიზნეა
- +

12 ნოემბერი. 2023. 19:09

 

 

„ვესტ ჰემის“ ნახევარმცველი კვლავ რჩება „მანჩესტერ სიტის“ ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნედ.

 

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლუკას პაკეტას შეძენას მანჩესტერული კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდება, რადგან „სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მას გრძელვადიან პერსპექტივაში დე ბრუინის შემცვლელად მოიაზრებს.

 

26 წლის ბრაზილიელმა ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ათი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ერთიც შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

 

პრემიერლიგის სატრანსფერო ცხრილს „მანჩესტერ სიტი“ 27 ქულით „ლივერპულთან“ და „არსენალთან“ ერთად ლიდერობს, „ვესტ ჰემი“ კი მე-11 პოზიციაზეა (15 ქულა).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner