logo_geo
eng_logo
ერდოღანი აცხადებს, რომ ღაზა პალესტინელი ხალხის მიწაა და ეს ამერიკამ უნდა მიიღოს
- +

12 ნოემბერი. 2023. 19:56

 

 

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, წარმატებით დაასრულეს მე-8 საგანგებო ისლამური სამიტი, სადაც ისრაელ-ჰამასის მიმდინარე კონფლიქტზე ისაუბრეს.

 

ერდოღანის თქმით, ისრაელი ომის დანაშაულებს სჩადის მთელი მსოფლიოს თვალწინ.

 

ამასთან, თურქეთის ლიდერის ინფორმაციით, ჰუმანიტარული მიზნით ეგვიპტეში გაგზავნეს დაახლოებით 230 ტონა დახმარება, რათა ღაზას სექტორში მშვიდობიან მოსახლეობას დახმარება გაუწიონ.

 

„ისრაელი ომის დანაშაულებს სჩადის მთელი მსოფლიოს თვალწინ. მიზანში ამოიღო ლტოლვილთა ბანაკები, სკოლები, საავადმყოფოები, მეჩეთები, ეკლესიები და სასწრაფო დახმარების მანქანებსაც კი, რომლებსაც დაჭრილები გადაჰყავს. დასავლეთის ქვეყნები ამას უბრალოდ უყურებენ. პირველი დღიდან ვცდილობ ამ ხოცვა-ჟლეტის შესახებ მსოფლიოს ვამცნო. მინდა ვიყო პალესტინელების ხმა. ჩვენ ვხედავთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭო კიდევ ერთხელ გახდა უფუნქციო“, - განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, „ღაზა, პალესტინელი ხალხის მიწაა და ამერიკამ ეს უნდა მიიღოს“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner