logo_geo
eng_logo
მიქაუტაძემ ძირითადში ითამაშა - „აიაქსმა“ გასვლაზე ქულები დაკარგა
- +

12 ნოემბერი. 2023. 20:02

 

 

გიორგი მიქაუტაძე „აიაქსის“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა „ალმერტე სიტისთან“ გასვლით შეხვედრაში, რომელიც დაძაბული გამოდგა და ამსტერდამელებმა მხოლოდ ქულა მოიპოვეს – 2:1.

 

„აიაქსის“ მწვრთნელმა, ჯონ ვან სხიპმა ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-12 ტურში ქართველი თავდამსხმელი კვლავ ნახევარდაცვაში ათამაშა და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა. მიქაუტაძე აქტიურობდა, პოზიციაზე მორგებას ცდილობდა, მაგრამ შესვენებამდე ამსტერდამელებს შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ.

 

„ალმერე სიტი“ აგრესიულად და ორგანიზებულად თამაშობდა და 67-ე წუთზე რიტმეესტერ ვან დე კამპის გოლით დაწინაურდა. „აიაქსმა“ ერთ წუთში ჩუბააკპომის ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა, ხოლო 82-ე წუთზე წინ გავიდა – გოლი მიქაუტაძის შემცვლელის, ბენჟამინ ტაჰიროვიჩის ანგარიშზეა.

 

თუმცა, 90+3-ე წუთზე „ალმერეს“ ფრანგმა თავდამსხმელმა, ტომას რობინემ პენალტი გამოიყენა და ამსტერდამელებს ქულა გამოგლიჯა – 2:2. 12 ტურის შემდეგ „აიაქსი“ 12 ქულით მე-12 ადგილზეა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner