“როდესაც ჩვენი პარტნიორები საუბრობენ და ახსენებენ ხალხის ევროპულ ასპირაციას, მათ გააზრებული აქვთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველა რეფორმას ხალხის ძლიერი მანდატით ახორციელებს”, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, როდესაც პარტნიორები ქართველ ხალხზე საუბრობენ, მათ გააზრებული აქვთ, რომ ქართველი ხალხის უკან საქართველოს ხელისუფლება დგას და ხელისუფლება ძალიან მაღალი ლეგიტიმაციითაა არჩეული.
„სამწუხაროდ, ასეთი ფორმულირებებისა და შეფასებების დროს, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, სხვანაირად წარმოაჩინონ. როდესაც ჩვენი პარტნიორები საუბრობენ და ახსენებენ ხალხის ევროპულ ასპირაციას, მათ გააზრებული აქვთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ხალხის ძლიერი მანდატით ახორციელებს ყველა რეფორმას. ჩვენი ოპონენტები ცდილობენ მას შემდეგ, რაც დაკარგეს ფუნქცია და ერთი მხრივ, საბოტაჟი გამოუცხადეს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. მათთვის მთავარია, რომ საკუთარი როლი დაინახონ ამ პროცესში და საუბრობენ იმაზე, თითქოს ვინმე ასხვავებს ხალხსა და საქართველოს მთავრობას. ამით ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა.
ჩვენს პარტნიორებს, როდესაც ქართველ ხალხზე საუბრობენ, გააზრებული აქვთ, რომ ქართველი ხალხის უკან დგას საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ხელისუფლება ძალიან მაღალი ლეგიტიმაციითაა არჩეული და ხალხის მანდატით ვხელმძღვანელობთ საქართველოს ევროკავშირთან დასაახლოებლად. ამ კვირაში მიღწეულმა შედეგმა აჩვენა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, სწორად ვიმუშავეთ და გავუმართლეთ ჩვენს ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს იმედები“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.