logo_geo
eng_logo
არის თუ არა საზოგადოება პასუხისმგებელი ერთი ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, რთული და ხშირი შეკითხვაა. საზოგადოებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის არჩევანზე. მისი მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში. შესაბამისად, საზოგადოებრივ
- +

12 ნოემბერი. 2023. 20:53

 

 

ხელისუფლებისა და ხალხის ერთმანეთისგან დაშორება არის ტიპური რუსული პროპაგანდა. პირველად რუსეთმა სცადა საქართველოში, რომ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება დაეშორებინა ხალხისგან და არცერთ ნამდვილ ევროპელს აზრად არ მოუვა, რომ ხელისუფლება და ხალხი ევროინტეგრაციის პროცესში ერთმანეთს დააშოროს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ევრორეკომენდაციების შესრულებასა და კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში რადიკალური ოპოზიციის როლზეც ისაუბრა.

 

„ისინი იხდიდნენ მილიონებს, რომ წარმოეჩინათ საქართველო, როგორც ანტიევროპული ქვეყანა და მოთამაშე საერთაშორისო არენაზე. ქირაობდნენ ჟურნალისტებს, ლობისტებს იმისთვის, რომ მოეყოლათ ჩვენი პარტნიორებისთვის აბსოლუტურად დამახინჯებული, შეცვლილი და სიცრუეზე დაფუძნებული ისტორია ჩვენი ქვეყნის შესახებ. ამას ემატებოდა [ქვეყნის] შიგნით კამპანია, რომელიც მიმართული იყო ევრორეკომენდაციების წინააღმდეგ - არცერთ სამუშაო პროცესში არ მიიღეს მონაწილეობა და პრაქტიკულად არ დაუჭირეს მხარი არცერთ რეფორმას, რომელიც ევრორეკომენდაციების განხორციელებას ეხებოდა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner