logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: დადასტურდა, რომ კანდიდატის სტატუსი რადიკალური ოპოზიციისთვის იყო და სავარაუდოდ, ჯერჯერობით დარჩება იარაღად რევოლუციისა და არეულობისთვის
- +

12 ნოემბერი. 2023. 21:19

 

 

დადასტურდა, რომ ყველა სხვა საკითხი, მათ შორის კანდიდატის სტატუსიც, რადიკალური ოპოზიციისთვის იყო და არის იარაღი და სავარაუდოდ, ჯერჯერობით დარჩება რევოლუციისა და არეულობისთვის, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

მან ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული დადებითი რეკომენდაცია შეაფასა და სამომავლო პოლიტიკურ პერსპექტივებზეც ისაუბრა.

 

„არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ სწორედ კანდიდატის სტატუსი იყო ის საკითხი, რომლის სანაცვლოდაც ჩვენ გვთავაზობდნენ ცალ ფეხზე დგომას, სუვერენიტეტის დარღვევას, მონურ მორჩილებას. არა პარტნიორულ, არამედ ვასალურ დამოკიდებულებას და ბოლოს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რადგან ჩვენ უარი ვთქვით, სწორედ ამან განაპირობა ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება - იფიქრეს, რომ ეს არის შემდგარი ერი და აქ ჩვენ ზეწოლა არ გაგვივა. ამიტომაც მოგვცეს პოზიტიური გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

მან ხელისუფლებას სიფხიზლისკენ მოუწოდა.

 

“რა თქმა უნდა, აღნიშნული არის კარგი ნაბიჯი, მაგრამ წინ ჩვენ გვაქვს ის პროცესები, როდესაც გველოდება 2024 წლის არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად ჩავატარებთ, მაგრამ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რადგან აქაურ რადიკალებს შეუძლიათ, პოზიციები დღეში რამდენჯერმე შეცვალონ.

 

დადასტურდა, რომ ყველა სხვა საკითხი და მათ შორის, კანდიდატის სტატუსიც, მათთვის იყო და არის იარაღი და სავარაუდოდ, ჯერჯერობით დარჩება, რევოლუციისა და არეულობისთვის“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner