logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი გინტურის მკვლელობაზე: როცა ოპოზიცია მოთხოვნებს აყენებს მთავრობის მიმართ, რატომღაც ავიწყდებათ, რომ მსგავსი დანაშაულები ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებშიც
- +

12 ნოემბერი. 2023. 21:46

 

 

სოზარ სუბარი თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს აფასებს. ამ თემაზე კომენტარი „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას გააკეთა.

 

„როცა ოპოზიცია მოთხოვნებს აყენებს ხელისუფლების მიმართ, რატომღაც ავიწყდებათ, რომ მსგავსი დანაშაულები ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებშიც და განსხვავებით იგივე ოთხოზორიასგან, ტატუნაშვილისგან, გინტურისგან, არავის ახსოვს მათი სახელები.

 

არც ხმაურდებოდა, როდესაც მაგალითად 2011 წელს ნიკა ჯოჯუა მოკლეს, ანჯაფარიძე იყო 2010 წელს მოკლული, რამდენიმე შემთხვევა იყო 2009 წელს. საზოგადოების ყურამდე ეს ამბავი საერთოდ არ მიდიოდა. პირიქით, ხელისუფლება ამბობდა, რომ ეს არის ოკუპაციის შედეგი და ამაზე ხმაურის ატეხა არ ღირსო - ზუსტად ის ადამიანები, ვინც დღეს ხელისუფლებას სდებენ ბრალს“, - ამბობს სუბარი.

 

6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით თამაზ გინტური მოკლა. მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს, თუმცა 9 ნოემბერს ქართულ მხარეს გადმოსცეს. გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner