„იმედი კვირამ“ მოამზადა სპეცრეპორტაჟი თემაზე, თუ როგორ დაკარგა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ კონტროლი ახალგორსა და დამატებით 125 ქართულ სოფელზე.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილმა გაიხსენა ფაქტთან დაკავშირებული დეტალები. კერძოდ, თუ როგორ შეცვალა საამისოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ 2007 წლის გაზაფხულზე 1 კანონი და 1 დადგენილება.
„შეიქმნა დროებითი ადმინისტრაცია. ფაქტობრივად, ჩვენ სისხლიანი, მმართველი ბოლშევიკების მიერ საქართველოში შექმნილი ავტონომია, რომელიც პირველმა ეროვნულმა ხელისუფლებამ, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით გააუქმა 1990 წელს, ეს ყველაფერი ქართველების ხელით აღდგა. აღდგა „ნაციონალური მოძრაობის“ მიხეილ სააკაშვილის ხელით და დამკვიდრდა საქართველოში. ამით მადა გავუღვიძეთ, მათ შორის სეპარატისტებსა და რუსებსაც.
შენ როდესაც ქვეყნის სათავეში ხარ, ყველა ბერკეტი ხელთ გიპყრია, ელემენტარულად, რაღაცები უნდა გათვალო და ის, რომ ვერ გათვალე, ამას შენ არავინ შეგარჩენს, არავინ გაპატიებს“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
რუსეთის მიერ კონტროლირებადი ცხინვალის ადმინისტრაციული ერთეულის ადგილას როგორ აღდგა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქი და ამ ოლქის შემადგენლობაში როგორც შევიდა ტერიტორიებიც, რომელიც 2007 წლის მდგომარეობით საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციაში იმყოფებოდა, დეტალები ნახეთ „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟში.