logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: საქართველოს საკმაოდ კარგი პოზიციები უკავია ევროატლანტიკურ სისტემაში
- +

10 სექტემბერი. 2016. 16:43



საპარლამენტო  ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ „რეპორტიორთან" საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივებსა და იმ ხელისშემშლელ ფაქტორებზე ისაუბრა, რომელმაც შეიძლება ამ პროცესის დაჩქარებას ხელი შეუშალოს. მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს ძალიან კარგი პოზიცია უკავია და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.



„პრიმიტიულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ არა გერმანია და საფრანგეთი, ეს საკითხი გადაჭრილი იქნებოდა. საქართველოს საკმაოდ კარგი პოზიციები უკავია ევროატლანტიკურ და ევროპულ სისტემაში, ძალიან დიდი ნდობა აქვს და თანამშრომლობის ხარისხი, რომელიც გააჩნია საქართველოს NATO-ს სტრუქტურებთან და არა მარტო სამხედრო საკითხებსა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში, არამედ პოლიტიკური განვითარების დონითაც ძალიან კარგი პოზიცია უკავია. მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, დაპირისპირებების ხარისხი, რასაკვირველია, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას არ იძლევა და მრავალწახნაგოვანი პოლიტიკური პრობლემები არსებობს, რომელიც ამ პროცესის დაჩქარებას ხელს უშლის. მაგრამ რომ გავაანალიზოთ სიტუაცია, ჩვენ ძალიან კარგი პოზიციები გვიკავია, მიმდინარეობს მუშაობა და ნაბიჯ-ნაბიჯ იქნება მიღწეული მიზანი. მუშაობა მიმდინარეობს, ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით და ვფიქრობ, დროულად იქნება ყველა საკითხი გადაწყვეტილი მთავარი ამოცანის გათვალისწინებით, რასაც ჰქვია საქართველოს სტაბილურობა და უსაფრთხოება", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner