ჯაბა ჯიღაური უზბეკეთის თასის გამარჯვებულია. საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთმაშის კლუბი „ნასაფი“ ფინალში „ალმალიკს“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.
გამოცდილი ქართველი ნახევარმცველი უზბეკეთის თასის ფინალში მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა. „ნასაფმა“ ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე ჟავოხირ სიდიკოვის პენალტით გაიტანა და თასს ზედიზედ მესამედ დაეუფლა.
ლატვიის I ლიგაში 19 წლის საბა თათულაშვილის „სკანსტემ“ გასვლაზე ამ ქვეყნის ფეხბურთის ახლო წარსულში ერთ-ერთი ლიდერი „ვენტსპილსი“ 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი 52-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.
„სკანსტემ“ ლატვიის ჩემპიონატის (ვირსლიგა) პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელმა კი რეგულარული სეზონი ექვსი გოლით დაასრულა.