logo_geo
eng_logo
ჯიღაური უზბეკეთის თასის მფლობელია, თათულაშვილის „სკანსტე“ ვირსლიგის პლეი-ოფში ითამაშებს
- +

12 ნოემბერი. 2023. 22:54

 

 

ჯაბა ჯიღაური უზბეკეთის თასის გამარჯვებულია. საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთმაშის კლუბი „ნასაფი“ ფინალში „ალმალიკს“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

 

გამოცდილი ქართველი ნახევარმცველი უზბეკეთის თასის ფინალში მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა. „ნასაფმა“ ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე ჟავოხირ სიდიკოვის პენალტით გაიტანა და თასს ზედიზედ მესამედ დაეუფლა.

 

ლატვიის I ლიგაში 19 წლის საბა თათულაშვილის „სკანსტემ“ გასვლაზე ამ ქვეყნის ფეხბურთის ახლო წარსულში ერთ-ერთი ლიდერი „ვენტსპილსი“ 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი 52-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

 

„სკანსტემ“ ლატვიის ჩემპიონატის (ვირსლიგა) პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელმა კი რეგულარული სეზონი ექვსი გოლით დაასრულა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner