logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან დიდი და მყარი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
- +

12 ნოემბერი. 2023. 23:38

 

 

არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ევროკომისიას დადებითი რეკომენდაცია გაეწია და მერე ევროპულ საბჭოს სხვა გადაწყვეტილება მიეღო. რა თქმა უნდა ველოდებით 15 დეკემბერს, თუმცა ფაქტობრივად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ [საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება] შემდგარი ფაქტია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ვლადიმერ ბოჟაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ძალიან დიდი და მყარი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და რეკომენდაციები და ვალდებულებები დაგვემატა უკვე გარკვეული ვადების გარეშე. ფაქტობრივად როგორც კი დავასრულებთ ამ პროცესს, ეგრევე გადავალთ შემდეგ ეტაპზე, რასაც ჰქვია უკვე მოლაპარაკებების პროცესის დაწყება“, - განაცხადა ბოჟაძემ.

 

მისივე თქმით, პროცესი ხანგრძლივი იქნება, თუმცა უკვე შეუქცევადი გახდა და 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სრულად იქნება მზად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner