„ხელისუფლება არის ხალხის ნაწილი და ეს ხელისუფლება ჩვენ არაერთხელ ავირჩიეთ. ყველა არჩევნებზე პრიორიტეტი იყო ევროპასთან დაახლოება. ასე, რომ როგორც არ უნდა მოინდომონ ადამიანებმა, ამის გაყოფა ახლა არ გამოვა“, - ამის შესახებ ვაჟა-ფშაველას ფონდის თავმჯდომარემ, ლელა რაზიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა რადიკალური ოპოზიციის განცხადებებზე, რომლებიც ცდილობენ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული დადებითი რეკომენდაცია ხელისუფლების მიღწევად არ წარმოაჩინონ.
მისი თქმით, მისი მეგობრები კავკასიის რეგიონში, საქართველოს აღნიშნული მიღწევით გახარებული არიან.
„იმის პერსპექტივა გაგვეხსნა ჩვენ, რომ ევროპას დავუახლოვდეთ. ნელ-ნელა თავისთავად იხსნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები ხალხის დონეზე. კავკასიაში მცხოვრები ხალხები, ბოლოს და ბოლოს, ხომ ქმნის თავიანთი ქვეყნების ხელისუფლებას. თუ რაიმე წნეხია, ვიცით, ჩრდილოეთით რა ტიპის ძალაუფლებაა, იმ ადამიანებს გულში ხომ აქვთ იმედი, რომ ჩვენთან დაახლოება მათთვის პრესტიჟია და მათ ეს ჩვენი წარმატება უხარიათ. კავკასიამ სხვაგვარად მოიხედა ჩვენკენ. ეს არის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი, რაც მე დღეს ჩვენი სამეზობლოს ხალხებიდან მოვისმინე და ძალიან იმედით ვარ აღვსილი“, - განაცხადა რაზიკაშვილმა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.